როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, მცირეწლოვანი და-ძმის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. ისინი თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებიან: “მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არიან. გოგონას მდგომარეობა უფრო მძიმეა, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული, ბიჭს ლავიწის ძვალი დაუზიანდა”-გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
“გურიის მოამბე”, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგების მიზნით, “იაშვილის” კლინიკას დაუკავშირდა.კლინიკამ პრესცენტრთან გადაგვამისამართა,სადაც გვითხრეს რომ ორივე ბავშვის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა.
”ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი კატასტროფის ცენტრში იმყოფებიან.
გოგონას ესაჭიროება ყბა-სახის ქირურგიული ჩარევა. ბიჭს კი ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.”- გვითხრეს პრესცენტრში.
შეგახსებებთ, რომ გუშინ ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან ერთად მანქანაში მისი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ, რომლებიც გუშინ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკიდან ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.