საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი გურიის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დროს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, ლერი ბარნაბიშვილმა საკრებულოსა და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა დამათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციასა და პრობლემების დროულად გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
ოფიციალური ინფორმაცია