საქართველოში არსებული ბუნებრივი წიაღისეულისა და ელექტროსადგურების ციებ – ცხელებაში ჩართული გარემოსდამცველები გაკვირვებულები აკვირდებდებოდნენ მშენებლების ხელში ძველ რუსულ გეოლოგიურ და ტოპოგრაფიუილ რუკებს. ინტერნეტ სივრცეში დიდი გაჭირვების გარეშე შეიძლება ნახოთ ვებ გვერდი, რომელიც ასეთი რუკებით ვაჭრობს, ამ რუკებზე კი როგორც ამბობენ დიდი სიზუსტითაა დატანილი ყველანაირი წიაღი, რომელიც კი ჩვენში არსებობს.
ამ საქმის საკმაოდ კარგი მცოდნისგან რამდენიმე წლის წინ მიღებული ინფორმაციით, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარიდან ბახმაროსკენ მიმავალი გზის ახლოს გასული საუკუნის სამოციან წლებში რამდენიმე ადგილზე აღმოაჩინეს გადამუშავებული მადნისგან დარჩენილ შლაგი და მეტალურგიული ქურების ნაშთები, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წელი გახლდათ, იმავე პირის დასაბუთებული ვარაუდით ამ ადგილზე უნდა ყოფილიყო სპილენძისა და ოქროს მადანი, რომელიც გაჰქონდათ ახლო აღმოასავლეთში.
ამჟამად წარმოგიდგენთ 1982 წლის 12 თებერვალს „Госгеолката СССР“-ს მიერ მოწონებულ რუკას, რომლზეც მდინარეების ბახვისწყალსა და ნატანებს შორის დატანილია ნიშანი AU (Aurum) ანუ ოქრო, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს ამ მიდამოს მეტალურგიულ წარსულს. მომავალი გვიჩვენებს – ოქროს ციებცხელება მოაღწევს თუ არა მდინარეების ნატანებისა და ბახვისწყლის ხეობებამდე და როგორ შეხვდება ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს მაძიებლებს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა