პარალიზებული ჯანდაცვის სექტორი ბათუმში – ამ დრომდე უმძიმესია 59 წლის თემურ ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის ინფექციასთან ერთად სხვა დაავადებებსაც ებრძვის. იმის გამო, რომ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი არ არის კოვიდკლინიკა და პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანაც ადგილების არარსებობის გამო ვერ ხერხდება, შუახნის კაცი თბილისში უნდა გადმოეყვანათ, თუმცა დამძიმებული მდგომარეობის გამო ესეც შეუძლებელი გახდა.
ახლა, ამ ეტაპისთვის გვეუბნებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი, შასნსი არის თბილისში გადაყვანა, რომელიღაცა თბილისის საავადმყოფო იღებს თავის თავზე ყველაფერს, მაგრამ იმდენად მძიმედაა სიტუაცია, რომ გზას ვერ უძლებს, უგონოდაა – ველოდებით პასუხს, რომ იქნებ და რამე ცხელების ცენტრი გამოჩნდეს, რომელიც მიგვიღებს ბათუმის ახლო მანძილზე – ამბობს, თემურ ბერიძის შვილი, სალომე ბერიძე