რობოტები სეზონური მუშების ნაცვლად – გერმანული ფერმა თანამშრომლების დეფიციტს განიცდის

გერმანიაში ორგანული მეურნეობა Obstbau Görnitz თანაშრომლების დეფიციტს განიცდის. იმის გამო, რომ პოლონელი და ჩეხი მუშების დაქირავება გაძვირდა, ამ დროისთვის ფერმაში ძირითადად უკრაინელები და უზბეკები მუშაობენ. როგორც East fruit-ი წერს, მფლობელები შიშობენ, რომ სულ მალე შრომისმოყვარე პერსონის დეფიციტი შეიქმნება, ამიტომ ფერმა რობოტებზე მუშაობის პროცესშია ჩართული.

AgroTimes-ი FreshPlaza-ზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის განვითარების პირობებში, მწარმოებლებს სულ უფრო უჭირს პოლონელი და ჩეხი პერსონალის დაქირავება, რადგან მათი მოთხოვნები და ანაზღაურება სულ უფრო მზარდია.

Obstbau Görnitz არის გერმანიაში ხილისა და კენკრის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, რომელსაც პროდუქტები სათბურების გარდა, ღია გრუნტის პირობებშიც მოჰყავს. საკუთარ მეურნეობას კი სულ უფრო აფართოებს.

„ამ დროისთვის ჩვენ გვჭირდება რობოტები ვაშლის და მარწყვის საკრეფად“ – აღნიშნავს, Obstbau Görnitz-ის დირექტორი მაიკლ გერნიკე.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების განვითარება ხილის მწარმოებლებს სამომავლოდ სამუშაო ძალის დეფიციტისგან იხსნის.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share