ამ წუთებში “გირიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე საბანკეტო დარბაზში, 100 კაციანი ქელეხი იმართება.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ადგილზე იმყოფება პოლიცია, დარბაზის მეპატრონის დაჯარომების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების მაშტაბების გამო, გურია შესაძლოა წითელ ზონაში მოხვდეს. ამ დროს კი, ხალხმრავალი სუფრა დარბაზში ისე გაიშალა, რომ ამაზე არავის უფიქრია. არავის გაუთვალისწინებია ისიც, რომ ერთ-ერთი კლასტერი, სწორედ სარვამარტო წვეულებიდან შეიქმნა და ლამის კოვიდაფეთქება გამოიწვია. ნიშანდობლი ისიც რომ დღეს ოზურგეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო კვირეებში, რეკორდული მაჩვენებელია.