საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი 9 აპრილის შესახებ ვიდეომიმართვაში საუბრობს:
„1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაჰკიდა;
უნგრეთში გახსნეს საზღვარი ავსტრიასთან პიკნიკის მოსაწყობად, ხოლო აქ, საქართველოში, 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უმაღლესი საფასური გადაიხადა, ასობით ადამიანი კი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. დღეს პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რათა უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი გვქონოდა. მოდით, ვიყუროთ ასევე წინ სიამაყით, რადგან ჩვენ ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში დიპლომატი.