კრიმინალური გარჩევა ბათუმში – ნაცემია პოლიციელი

ბათუმში, კრიმინალური გარჩევის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი სცემეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მეშვიდე განყოფილების უფროსი გოჩა ვანაძე მაშინ სცემეს, როცა 10-15 კრიმინალის ჯგუფურ ჩხუბში ჩაერია. მას დაზიანებები თავში მიაყენეს. სად იმყოფება ნაცემი პოლიციელი, უცნობია, ის სამსახურში არ გამოჩენილა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, გარჩევის მონაწილეებიდან ერთი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ის 3.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share