ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალიჯიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მისი თქმით, მიტროპოლიტ სტეფანეს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს.
მიტროპოლიტი სტეფანე ერთ-ერთი იყო იმ მღვდელმთავრებს შორის, რომელიც გაზაფხულზე ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ღვთისმსახურების შეწყვეტას ან თუნდაც ზიარების წესის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა.