“მაგინებელნო, მლანძღველნო, მოქილიკენო, პირველ რიგში თქვენი ცხოვრება დაალაგეთ.
მერწმუნეთ, თუ საკუთარ გულში ჩაიხედებით, იმდენ ცუდს აღმოაჩენთ, მერე სხვისთვის არ გეცლებათ.
მე პირადად, არასდროს მაინტერესებს, თუ ვინმე შეურაცხყოფას მაყენებს. მეტი მყავს ისეთი, ვისაც ვუყვარვარ და მაფასებს.
ესეც მყოფნის, ვიყო ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი…
როცა ჩემზე დაუსრლებლად საუბრობენ, მარტო ერთს ვფიქრობ, გამოდის, რომ ძალიან საინტერესო ვარ და სწორედ ამის გამო მითმობენ, ამდენ დროს.
თქვენც ასე იფიქრეთ, როცა თქვენზე გაუგონარ ჭორებს მოისმენთ, ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე წინ დგახართ და ზურგიდან საუბარი ამიტომ გესმით.
სხვისი ლანძღვით მხოლოდ გონებას იბინძურებთ, თორემ სხვას არაფერი უშავდება…
გააკეთეთ იმდენი, რომ საინტერესოდ იცხოვროთ!..”
მამა პეტრე