ლევან ქოქიაშვილი: ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა!

„ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა!” – ამის შესახებ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლევან ქოქიაშვილის კრიტიკა ჯანდაცვის მინისტრის მედიაში გაკეთებულ იმ კომენტარს მოჰყვა, სადაც ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად იცავენ წესებს.“

“ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა! ეგეთი უნიათო ჯანდაცვის მინისტრი ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰყოლია და რესტორნებს გვაბრალებს პანდემიის გავრცელებას. ჩვეულებრივი თანამედროვეობის ჯაყო ჯივაშვილია, კოვიდ-პანდემის მართვას მიხედე და ვაქცინა როგორ შემოიტანო, მაგაზე იფიქრე! რესტორნები სულს ღაფავენ, სესხები ჩაირთო და კომუნალური გადასახადები სისხლს გვწოვენ. საგადასახადომ გადაგვივადა გადასახადები და დიდი წვალებით ბიუჯეტში შეგვაქვს თანხები, შენნაირ უნიათოს რომ ხელფასი ვუხადოთ! რატომ? რა დავაშავეთ ეგეთი?!”,- წერს ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share