დღეს, კორონავირუსით ლანჩთის რეგიონალური საავადმყოფოს პედიატრი, ქეთინო კალანდარიშვილი გარდაიცვალა.
ეს ლანჩხუთში კოვიდით ექიმის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
როგორც “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა,ნატო მენაღარიშვილმა უთხრა, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე:
”60 წლამდე ლანჩხუთელი ექიმი გარდაიცვალა დღეს.ის ერთ თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჯერ ფოთში გადიოდა მკურნალობის კურსს, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” – გვითხრა მენაღარიშვილმა.