რუსული მედიის ინფორმაციით, ეფ-ეს-ბემ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა. დიპლომატი საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვისაა დაკავებული.
„ეფ-ეს ბე-ს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს, რაც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, ქვეყანაში ყოფნის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.