აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
კინზინგერი ამბობს, რომ აუცილებელია არჩევნები სამართლიან გარემოში, ყოველგვარი ჩარევებისა და ინციდენტების გარეშე ჩატარდეს. კინზინგერი ამბობს, რომ ყრადღებით დააკვირდება მიმდინარე პროცესს
ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად”, ამბობს ადამ კინზინგერი.
კონგრესმენის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.