გილოცავთ, თქვენ ადამიანების ინეტერესების ყველაზე მაღლა დააყენეთ – მიშელი პოლიტიკურ მოთამაშეებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მხარეებს შეთანხმებაზე ხელმოწერას ულოცავს. მიშელი მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

საქართველოს გაუმარჯოს, ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ხელმოწერას ამ კრიზისიდან გამოსავლელად. თქვენ ადამიანების ინეტერესების ყველაზე მაღლა დააყენეთ და დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყვეთ. მადლობა სალომე ზურაბიშვილს და ყველა პარტიას” – წერს შარლ მიშელი.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share