“რატომ ვუჭერ მხარს სააკაშვილს?” – რას ამბობს ბუბა კიკაბიძე

რუსული ყოველკვირეული გაზეთის – “სობესედნიკის” (“Собеседник”) მე-15 ნომერში (20 აპრილი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან სათაურით – “პუტინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ამბიციებია”, რომელშიც იგი მრავალ საკითხზე საუბრობს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს. როგორც რუსი ჟურნალისტი ოლეგ პერანოვი წერს, “ცნობილ საბჭოთა არტისტს, ჩვენს სახალხო “მიმინოს” – ვახტანგ კიკაბიძეს ბევრჯერ გაუკრიტიკებია რუსეთის ხელისუფლება 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის გამო, მან უარიც კი თქვა რუსული ორდენის მიღებაზე და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლაზე…
გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა, გასაუბრებოდა ვახტანგ კიკაბიძეს და გაეგო, თუ როგორც ცხოვრობს დღეს იგი”.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
– რატომ უჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს?
– ჩემი აზრით, მას ყოველთვის უყვარდა [და უყვარს] თავისი სამშობლო; ამბობდა და აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც ყველას ეშინოდა. როცა იგი საქართველოს სათავეში მოვიდა, ჩვენი ქვეყნის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. მიშამ ქართველებისთვის ბევრი რამ გააკეთა… თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დაუშვა. მაგრამ იგი ამ შეცდომებზე სწავლობდა…. ის, რაც ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით მოხდა, ვფიქრობ, პროვოკაციის მიზნით იყო ჩაფიქრებული. შეიძლება პოზნერმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და პროვოკაცია ზემოდან მოდიოდა. რუსული ტანკები ჩვენთან და ჩვენს მეზობლად დგანან – სომხეთსა და აზერბაიჯანში. რაღაც რომ დაწყებულიყო, რუსი ჯარისკაცები თბილისში შემოვიდოდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share