„მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში”

ჟურნალიტი ვახო სანაია  თავდასხმის დეტალებს ყვება.

„მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით,  ამ დროს ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური, ამასობაში საიდანღაც სამი ადამიანი გამოჩნდა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, მისი ყოფილი მეზობელი იყო.

ყველანაირად ცდილობდა ერთ-ერთი, რომ გამოვეწვიეპროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა.

ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით და მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს და ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი და წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება.ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე.მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში… დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვიყვანეს გამოკითხვაზე“, – ჰყვება სანაია.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share