შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განსახორციელებული სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2020 წლის 29 ივნისს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სსკ კოდექსის 144 მუხლის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.