ეს არის პრინციპული საკითხი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ხელმოწერამდე განსაზღვრულიყო, რომ ეს არ შეეხება მოძალადე პოლიციელებს. ზოგადად, ეროვნული თანხმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეროვნული თანხმობა უნდა გულისხმობდეს ზოგადად, თამაშის წესების შეცვლას და არა რაღაც ქართული ოცნებისთვის სასურველი ფურცლის დახურვას. ეს პროცესი ახლა ასე გამოიყურება და მე იმედი მაქვს, რომ ხელმომწერი ოპოზიციონერები იბრძოლებენ, რომ ეს ასე არ მოხდეს