სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. ფაშინიანთან ერთად, მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა.
გადაწყვეტილება, რომ თანამდებობას დატოვებდა, ფაშინიანმა ჯერ კიდევ მარტში მიიღო, როდესაც ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
სომხეთში, არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.