მიხეილ სააკაშვილის ხედვა-მესამე პრეზიდენტი ტვ “მთავართან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც “ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ცხადი გახდება:
1. “არ მომწონს პარლამენტის ბოიკოტი, მაგრამ ქვეყანაში ერთი სოფელიც არაა, რომელსაც ოპოზიცია მართავდეს. ქალაქებზე არაფერს ვამბობ. მერე მოდიან ევროპელები და ამბობენ, დემოკრატია ესააო. დიდი ბოდიში მაგრამ, გამოკითხვები სხვას აჩვენებს. ოპოზიციას მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მმართველ პარტიას”ამაზე სააკაშვილი ამერიკული ინსტიტუტის წარმომადგენელს ესაუბრა.
2. შემოდგომის რეფერენდუმი
“შემოდგომის რეფერენდუმი არის ბოლო შანსი, იმიტომ, რომ საქართველოში აღარ რჩება ხალხი. ვინც რამეს წარმოადგენს, ყველას თვალი აქვს გაქცევაზე; ბავშვს, ქალს, კაცს, ახალგაზრდას და მოხუცს. ჩვენ აღარ გვაქვს დრო. ქართველი ხალხი არის განადგურებისა და დაღუპვის ზღვართან ძალიან ახლოს. მხოლოდ ბრმამ შეიძლება ეს ვერ დაინახოს. ამ საკითხს ჩვენს გარეშე ვერ გადაწყვეტს ვერანაირი უცხოელი. ეს საკითხი არის სუფთა ქართული გადაწყვეტილება. გვინდა თუ არა არსებობა, გვინდა თუ არა ყოფნა.”
3. გეგმა ჩამოსვლა, მოლოდინი სრულიად ახალი ადამიანები
“მე მიმაჩნია, რომ ახალი ხალხი უნდა იყოს ძალა, რომელმაც უნდა მიიღოს ეს ძალაუფლება. მე შემიძლია მოთამაშე მწვრთნელი ვიყო ნაღდად და არა მთავარი თავდამსხმელი. ხალხს არ უნდა შეუშალო ხელი თავის არჩევანში.”
4. ივანიშვილი ბოლომდე იბრძოლებს
“არ იქნება მარტივი, ივანიშვილი ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არის “ოცნების” ბოლო ჟამი. საჭიროა უბრალოდ ყოველდღიური მუდმივი ბრძოლა. ისინი კი არ არიან ძლიერები… ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. ისინი არიან ძალიან, ძალიან სუსტები.”
5. გახარია და ივანიშვილი
“ივანიშვილი და გახარია არის ორი სხვადასხვა პროექტი, რუსული პოლიტიკის. გახარია ჩემთვის არის ჩვეულებრივი რუსული პროექტი. ეს არის ისევ ის მოედანი. გენერიულად ოპოზიციის შექმნა არის შეუძლებელი.”
6. ქართული პოლიცია
“უფრო რთული იქნება შეცვლა. ბევრად უფრო რთული იქნება ამ პოლიციის რეფორმირება. იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დალპა სისტემა. ამიტომ ვიძახი, რომ შემდეგი წლები იქნება რთული…ამათი წასვლის შემდეგ წლები. ხელში გრჩება ჩამოშლილი, გახრწნილი, დამპალი სტრუქტურები.”
7.რა ასწავლა წლებმა?
“რა თქმა უნდა ალბათ შევიცვალე. ყველა ადამიანი იცვლება. ალბათ უფრო ფრთხილი გავხდი, უფრო ნაკლებ რისკს ვიღებ ბოლო წლებში ალბათ. უფრო ღრმად ჩავდივარ რაღაც თემებზე, უფრო ნაკლებით ვკმაყოფილდები, როცა შედეგებზეა ლაპარაკი. არ ვიცი დადებითია თუ არა ეს ცვლილება. დიდი ამბიცია და დიდი პროექტები მომცემია, მაგრამ ნიშნავს უფრო მეტ რისკს და მეტ თავზეხელაღებულობას.”