ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს აბის მიღება კოვიდ-19-ის დადასტურების შემდეგ სახლშივე შეეძლებათ და მათი კლინიკაში მკურნალობა საჭირო აღარ იქნება. ალბერტ ბურლამ სი ენ ბი სი-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანტივირუსული მკურნალობა ვირუსის სხვადასხვა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
ორშაბათს Telegraph-მა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აბებით მკურნალობის საცდელი პერიოდი მიმდინარეობდა. სადაც მონაწილეობას ზრდასრული მონაწილეები იღებენ. ინფორმაცია CNBC-თან ინტერვიუს დროს Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა. როგორც ბურლა აცხადებს, კომპანია ანტივირუსული პრეპარატის ორალური გზით მიღებას ანიჭებს უპირატესობას, რადგან გაცილებით მოსახერხებელია და არ საჭიროებს საავადმყოფოებში გადაყვანას და ზედმეტ დანახარჯებს.