„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში წელს ხელისუფლება შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ჩაერივნენ ევროპელები. მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება, თუ არა საქართველოს ხელისუფლება მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად მოექცეს, ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია.
„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა მოვა თუ ის გადარჩება“.