არ ვიცი, რა თვალსაზრისით ან რა მოტივაციით თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ ალბათ, მართლაც გიჟურია მხარდაჭერა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას. „სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო პერსპექტივებზე კარგს ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი ვარაუდით კლებად რეჟიმშია ეს მხარდაჭერა და დიდი იმედი მაქვს, ამის დასტური იქნება მომავალი არჩევნები. ღრმად მწამს, რომ თუნდაც დესტრუქციის ის მცდელობები, რომლის კასკადი ვიხილეთ არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე და რაც გრძელდება, ამას უყურადღებოდ და ურეაქციოდ ქართველი ამომრჩეველი ნამდვილად არ დატოვებს. ეს რეალურად არ არის ქვეყნის სიყვარულით განპირობებული აქცია. ეს რეალურად არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ადამიანების გარკვეული აქტივობა, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი ძალიან მარტივად აღიქვამს და კარგად ხედავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“რეზონანსი”