,,ქრისტე, ხომ იცი, მშიერიც იყო, ხალხის გულისთვის ჯვარზედაც ეცვა. ახ, ნეტა რა ვქნა, მღვდელო, რა გიყო, მე შენ ქცევაზედ არა მეთქმევა. როგორ გამურე ქრისტეს სახელი, ეს მიკლავს გულსა და მეჯავრება. განა ეგ არის ღვთიური სული, რაც ჯერ ეშმაკსაც არ ეკადრება?!” – ვ ა ჟ ა