„თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება” აპირებს მინიმუმ ის შედეგი გაიმეოროს, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა მოლოდინი გვაქვს, რომ გაუმჯობესდება „ქართული ოცნების” შედეგი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.