ბელარუსში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„გუშინ ჩვენ მივიღეთ საკუთარი წარმოების ვაქცინა. ის უკეთესია იმ ვაქცინაზე, რომელსაც ვყიდულობდით. ექიმები მას ცოცხალ ვაქცინას უწოდებენ,“-აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
დეტალებზე მას არ უსაუბრია.
cnews.ge