გურულებს სჯერათ გათვალვის. ამიტომ, თუკი რომელიმე გურულს მეორის რაღაც მოეწონება, მაშინვე იტყვის: „ჯვარი გწერია ჩემი თვალისაგან“. იმავე სიტყვებს წარმოთქვამენ რაღაც ცუდის დანახვის შემთხვევაშიც, მაგალითად, თუკი დაჭრილი აჩვენებს მეორეს ჭრილობას. განსაკუთრებულად ცუდი თვალი აქვთწითურებს.
როცა გურული რაღაცას დაკარგავს ან როცა ვიღაც ავად გაუხდება, ის მიდის შემლოცველთან/გამომლოცველთან. მათ იციან მკითხაობაც ლობიოზე, მარილზე. ავადმყოფობის შემთხვევაში ნაკვერჩხალს მოათავსებენ ზღურბლზე და დააყრიან მარილს. გახურებული მარილი თუ სახლში გადმოცვივდება, ავადმყოფი სახლში დარჩება და გადარჩება. თუ მარილი გარეთ გადაცვივდება, ე.ი. მოკვდება. გურულები მკითხავებს კარგი თვალით არ უყურებენ, არ მიაჩნიათ მათისაქმიანობა საღვთო საქმედ, მაგრამ მაინც მასთან მიდიან ნებისმიერი გასაჭირის დროს.
Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа (1881-1927).