“ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება”

– სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან რთულ პოლიტიკურ ლაბირინთში გზა გაიგნო, გამარჯვება მოიპოვა, ცხრა წელი მართავდა ქვეყანას და შექმნა მისი ქარიზმით მოხიბლული თაყვანისმცემლების დიდი გუნდი, რომელიც დღემდე მის გარდა ვერავის ხედავს. ვადამდელი არჩევნები ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების მარცხს – პირიქით არცერთ ოპოზიციურ ლიდერს არა აქვს არც ლაბირინთებში გავლის, არც გამარჯვების და არც ქვეყნის მართვის ეს გამოცდილება და არც ქარიზმა. ამიტომ, მათ ფონზე სააკაშვილის ლიდერობა გარდაუვალია, მით უფრო, თაყვანისმცემლების გუნდის არსებობამდე. მეორე მხრივ, სააკაშვილი თავისი რევოლუციური სცენარით ბევრ სირთულეს უქმნის მთელ ოპოზიციას. ამიტომ, შეიძლება ბევრმა სცადოს მისგან გამიჯვნა და ახალი ლიდერის როლის მორგება, მაგრამ მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს. ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება-ამბობს “ინტერპრესნიუსისთვის”  მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share