ყველას, ვისაც უნდა რომ “ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით” დაუდგეს ლევან ვასაძე 16 მაისს 9 აპრილის ბაღში ეპატიჟება.
პოლიტიკაში წასულმა ვასაძემ სვანეთიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა შეკრებაზე ოჯახებით მივიდნენ
“ყველას ეხლა გაძახით როგორც ზეიმზე, რა გვაქვს საზეიმო, მაგრამ მე იქ ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას გეძახით ოჯახებით , მითუმეტეს, რომ მეორე დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეა, ორშაბათია და ვერ შევიკრიბებით და მოდით, 16-ში ვიზეიმოთ” -ამბობს ლევან ვასაძე და მომხრეებს მოუწოდებს, ნუ მიაქცევენ ყურადღებას მის წინააღმდეგ აგორებულ “ცილისწამებებისა და სიბინძურის” კამპანიას.
“მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც”- მიმართავს ვასაძე მოსახლეობას.