ბუდას 9 სიბრძნე, რომელიც დღესვე უნდა გააცნობიეროთ, თუ ცხოვრების შეცვლა გსურთ

როდესაც საქმე სულიერებას შეეხება, ბუდა ცხოვრების უდიდესი მასწავლებელია. მისმა აზრებმა და იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა და შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება. აქ მოცემულია რამდენიმე იდეა, რომლებმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

1. ბედნიერება გაიზრდება, თუ მას სხვა ადამიანებს გაუზიარებთ

„ათასობით სანთელი შეიძლება აანთო ერთი სანთლიდან და სანთლის სიცოცხლე არ შემცირდება. ბედნიერება არასდროს მცირდება გაზიარებით.“

2. საკუთარი ფიქრები შეიძლება უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები

“ვერაფერი დაგაზარალებთ ისე, როგორც საკუთარი დაუცველი აზრები”.

3. ფრთხილად იყავით გაბრაზებასთან

„გრძნობდე ვინმეს მიმართ ბრაზს, ნიშნავს სვამდე საწამლავს და ელოდე, როდის მოიწამლება ის ვიღაც.“

4. სიმართლე გარდაუვალია

”სამი რამ დიდხანს ვერ დაიმალება: მზე, მთვარე და სიმართლე”.

5. ეს არის მოგზაურობა და არა დანიშნულების ადგილი

„თქვენი მისია სამყაროს აღმოჩენა და მერე ამ სამყაროსთვის საკუთარი თავის მიძღვნაა.“

6. სიტყვებს დიდი ძალა აქვთ

„ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს.“

7. თქვენ კარგავთ, როცა ებღაუჭებით

”თქვენ მხოლოდ კარგავთ იმას, რასაც ასე ეჭიდებით.”

8. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა

„ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი უზარმაზარი სიმდიდრით კმაყოფილებისა და საუკეთესო ურთიერთობის უტყუარი ნიშანია.“

9. ჭეშმარიტი რელიგია სიკეთეა

„შეუძლებელია სიძულვილი გავაქროთ სიძულვილით. სიძულვილი ქრება სიყვარულით. ამ კანონს ალტერნატივა არ აქვს.“

https://trend.ge/story

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share