ეს განცხადება დღეს ოზურგეთში ჭადრების ბაღში საზოგადოებასთან შეხვედრისას პოლიტიკაში ახლახან შესულმა ლევან ვასაძემ გააკეთა.
ვასაძის თქმით, პარტიებმა ჩამოაშორეს ხალხი ხელისუფლებას და გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა- თქვა ვასაძემ
და აღნიშნა, რომ არჩევნებში ხალხი არა პარტიებს არამედ პიროვნებებს უნდა ირჩევდეს.
“ჩვენ ეს სატანისტური წრე უნდა გავარღვიოთ და ჩამოვაშოროთ პარტიები ხელისუფლებას” – აღნიშნა ვასაძემ.
ვასაძემ ასევე კრიტიკული მედია გააკრიტიკა, მას ლიბერალიზმის მსხვერპლი უწოდა და ყველა ჟურნალისტს, რომელიც დღეს წარმოადგენს კრიტიკულ მედიას გარყვნილებისა და ბოროტების მსახური უწოდა.