თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-მა, ტრადიციული საახალწლო სუფრის ინდექსი განაახლა.
ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6 სულიან ოჯახს. ინდექსი ითვლის ისეთი ტრადიციული საახალწლო სუფრის კერძების ღირებულებას, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, შემწვარი კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, კიტრი-პომიდვრის სალათი, ფხალი, გოზინაყი, ხილი.
უწყების მონაცემებით, ამგვარი სუფრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 4.2%-ით არის გაზრდილი და საშუალოდ 168 ლარს შეადგენს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, საახალწლო სუფრის ღირებულება შემდეგნაირად გამოიყურება:
- აჭარა – 168.6 ლარი;
- გურია – 164.2 ლარი;
- იმერეთი – 170 ლარი;
- კახეთი – 166.5 ლარი;
- ქვემო ქართლი – 175.2 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი – 170.8 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 179.2 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი – 170 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 154.2 ლარი;
- შიდა ქართლი – 162 ლარი
მსგავსი სტატიები
- 96
წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება. შეკვეცილია ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი…
- 96
სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…
- 96
აქციაზე ყურანი და ბიბლია მიიტანეს და აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ მოლაპრაკების გზით უნდა დალაგდეს. "მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან"- აღნიშნა პირმა რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო.…
- 95
წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება. შეკვეცილია სამივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.თუმცა ოზურგეთის მერიამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამოცხადებული ტენდერი ჩახსნა და გადაწყვიტა, 2021 წელს, წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და განათებებით შეხვდეს. ის მიზერული თანხა კი რაც ბიუჯეტიდან ახალი წლისთვის გამოიყო, ძველი დეკორაციების შეკეთებას მოხმარდება.…