მთავრობის გადაწყვეტილებით, წყლის დაბინძურებისა და ახალი ინფექციური ვირუსების გავრცელების თავიდან ასარიდებლად მდინარეზე პოლიცია პატრულირებს.
ინდოელი სამართალდამცველები ცხედრებს აგროვებენ და განგის ნაპირზე კრემაციას უტარებენ. ამ დროისთვის ყველაზე მეტი გარდაცვლილი უტარ პრადეშის რეგიონშია, სადაც 240 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელია.