ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მობილიზებულია თვითმმართველობისა და სამაშველო სამსახურები.
“გვეხმარება კერძო სტრუქტურის წარმომადგენლებიც. მთავარია მსხვერპლი არ არის” – აღნიშმა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
ამ დროისთვის ჩახერგილია რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად ხდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება:
ფოტოები “გურიის მოამბე”