“პირველ რიგში, მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 9 საათისა. ასევე, მინდა დავაზუსტო, რომ დღემდე სასტუმროს შიგნით არსებულ რესტორნებზე მოქმედებდა შეზღუდვა – ფუნქციონირება 9 საათიდან აკრძალული იყო და ეს შეზღუდვაც იხსნება.
რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ უკვე წამოვიდა ტურისტები და ვიცით, რომ შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უკვე უფრო მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება”.
თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.