“საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერ ჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობისა, ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, რომ შემცირდა ღამის კარანტინის საათობრივობა”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.