“არ დავასახელებ ადამიანებს და მედიას თითქოს ძალიან კაი რაღაცა ხდებოდა. ისე აშუქებდნენ, პირიქით, თემა მიდიოდა, რომ უბედურება ხდება, ხალხო დროზე, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან ეთნიკურად აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს. ასეთი რაღაც ხდებოდა ზოგზოგიერთ ტელევიზიაში, ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ყველა ქართველები ვართ, ესენიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ძმები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც და არ შეიძლება ასე მიწოდება ინფორმაციის, თითქოს ინგრევა ქვეყანა. ამ დროს არ იყო იმის 10%”
აცხადებს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დმანისის დაპირისპირებაზე საუბრისას.