საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3 929 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია.
საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1 199 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.6% მეტი), ხოლო იმპორტი 2 730 მლნ. აშშ დოლარი (10.1-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.
საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 44.5%-ია, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 17.7%. იმპორტში კი დსთ-ის ქვეყნების და ევროკავშირის ქვეყნების წილი, შესაბამისად, 31.2% და 23%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიოირი ქვეყნების არიან:
2021 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($198.7 მლნ), რუსეთი ($159.6 მლნ) და აზერბაიჯანი ($152.2 მლნ).
იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($490.5 მლნ), რუსეთი ($316.6 მლნ) და ჩინეთი ($227 მლნ).
https://tabula.ge/