ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა

ევროკავშირის ელჩი ელოდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღეს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, ამის შესახებ ელჩმა „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების არჩევანს. „ევროპული საქართველო“  და „ლეიბორისტული პარტია“ დიდი ხნის განმავლობაში ჩართულები იყვნენ პროცესში, შემდეგ კი ამ პროცესიდან გამოთიშა გადაწყიტეს, რაზეც პირადად მე გული მწყდება. მათი გარეთ დარჩენა სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია.

რაციონალური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებში, ასევე, დისკუსიებში კორონავირუსის პანდემიის დაძლევასთან დაკავშირებით

მიიღონ ქვეყნისთვის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რეგიონში,  სადაც მდგომარეობა სტაბილური არ არის, მე ამის იმედი მაქვს“,- აცხადებს ჰარცელი.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილი არ აქვს, შევა თუ არა პარლამენტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share