მამამ წარჩინებით კურსდამთავრებულ ქალიშვილს უხმო: ”შენ წარჩინებით დაამთავრე სასწავლებელი, აი შენ მანქანა, რომელიც მრავალი წლის წინ შევიძინე. მართალია ის მოძველებულია და ახალი არ არის. თუმცა ვიდრე გაჩუქებ ერთი სათხოვარი მაქვს – წაიყვანე ის იქ, სადაც მეორად მანქანებს ჰყიდიან. უთხარი, რომ მისი გაყიდვა გსურს და ვნახოთ რამდენს შემოგთავაზებენ ამ მანქანაში. ქალიშვილმა შეასრულა მამის თხოვნა : “მათ 1000 დოლარი შემომთავაზეს , რადგან ის უკვე მსუბქად რომ ვთქვათ – საუკეთესო მდგომარეობაში არ არის.
აბა, სცადე ლომბარდი – შესთავაზა მამამ.
მას შესთავაზეს მხოლოდ 100 დოლარი, რადგან ის ლომბარდისთვის ძალიან ძველი იყო.
ბოლოს მამამ ქალიშვილს სთხოვა მანქანა ავტოკლუბში მიეყვანა და იქ ეჩვენებინა.
რათქმაუნდა ქალიშვილმა მამას ეს თხოვნაც შეუსრულა და დაბრუნებულმა მამას უთხრა: ”ავტოკლუბში რამოდენიმე ადამიანმა $ 100,000 შემომთავაზა, რადგან ეს იყო Nissan Skyline R34, საკულტო მოდელი, რომელსაც ბევრი დაეძებდა.
მამამ ჩაიცინა და უპასუხა: ”სწორ ადგილას ყოველთვის სათანადოდ გაფასებენ და თუ არ გაფასებენ – ნუ გაბრაზდები. უბრალოდ იცოდე ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორ ადგილას ხარ…” თქვენ გაფასებთ მხოლოდ ის, ვინც იცის თქვენი ფასი. არასოდეს დარჩეთ ისეთ ადგილას, სადაც არავინ ამჩნევს თქვენს ფასეულობას.”
Literatura. mcvane. Ge