მოკლე ჩამონათვალი რა პრობლემები აქვს ბახვი1 ჰესის პროექტს: – დოკუმენტაცია წარდგენილია ვადების დარღვევით – ჰესი ექცევა საპროექტო გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში და ნაწილობრივ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დამტკიცებულ საზღვრებში – არაა სათანადოდ დასაბუთებული კონკრეტულად ამ ადგილზე ჰესის განთავსების უპირატესობა – წყალშეგუბების გავლენა ბახმაროს მიკროკლიმატზე შეფასებულია მოძველებული, 1980-იან წლებში შემუშავებული საბჭოთა მეთოდოლოგიით – არ არის დათვლილი და შეფასებული მოსაჭრელი წიწვოვანი ხეების რაოდენობა – არ არის შეფასებული თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება იქონიოს წყლის ხარჯის 88%-ით შემცირებამ მდინარის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემაზე. არ არის წარმოდგენილი ამ ხარჯის დათვლის მეთოდოლოგია. – არ არის შეფასებული ვიზუალურ-ლანდშაფტური ზემოქმედება, არ არის გაკეთებული მოდელირება გამოჩნდება თუ არა ჰესი ტურისტული გადასახედებიან ფიქრის გორა, მზის ჩასავალი და ა.შ. – არ არის შეფასებული გარემოზე მიყენებული შეუქცევადი ზიანი და არც მისი აუცილებლობაა დასაბუთებული – არ არის წარდგენილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პოზიცია – არ არის შეფასებული ზეგავლენა ბახმაროს გენგეგმით გათვალისწინებულ სამომავლო ტურისტულ საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებზე, სკოპინგის ანგარიშში მითითებულია რომ აღნიშნული ბილიკები მხოლოდ მწყემსების მიერ გამოიყენება – არ არის ჩატარებული სეისმოლოგიური კვლევა/შეფასება – პროექტების დანაწევრების მახინჯი პრაქტიკის შესაბამისად სკოპინგის ანგარიშიდან გამოტოვებულია ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის პროექტი – არ არის შეფასებული მოხდება თუ არა ბახმაროს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის და გამწმენდი ნაგებობის გადაკვეთა. კომპანიის წარდგენილი აქვს ინფორმაცია, რომ ბახმაროში ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა არ იგეგმება, მაშნ, როცა ბახმაროს წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის პროექტი მომზადებულია და სკოპინგის ეტაპი გავლილი აქვს ამ და სხვა შენიშვნებს უფრო ვრცლად დღეს საიას ოზურგეთის ოფისი და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ წარადგენენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე.