სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველთა თბილისური აქციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ის მიდგომა, რაც „ქალაქის ელიტამ“ გამოიჩინა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ: „კაქი ლაა… შეწუხდა ქალაქის „ელიტა“ ორი დღე „რიონელების” მიერ გადაკეტილი გზით. ვაიმე, როგორ გაბედეს და “ძისკომфორტი” შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე მანქანით ბოდიალში.
თურმე ნარკობუდე კლუბ „ბასიანისთვის“, ,სარალიძის და მაჩალიკაშვილის დაღუპული შვილებისთვის, ნიკა მელიას გათავისუფლებისათვის და ა.შ მრავალკვირიანი და მრავალთვიანი აქცია-გზის გადაკეტვები მოსულა და საქართველოს მიწის დაკარგვის, ბოროტად გამოყენების თუ ნახევარი საქართველოს დატბორვის აქციების გამო…
როგორ გაბედეს მათი „ინწიმის” და მყუდროების დარღვევა. წავიკითხე ამაზრზენი სტატუსები…
„ბიჭო (ვარლამ), დედაქალაქს შეეშვი, რაა…
ხელებს თბილისში ნუ აფათურებ, ბიჭოო…
აქ რა გესაქმება, ძმაო, წადი რა, სადაც სადავო ადგილია, იქ იდექი… აქ ძილს ნუ გვიფრთხობ. საერთოდ…
რა ფულით ფინანსდები, “ბიჭო”? და ა.შ.
შენ თემა მითხარი, თუ რას ხმარდება ეს ფული, თორემ, მამა გიცხონდათ,ზემოთ აღნიშნული აქციები ხომ ბებიათქვენის მუთაქებიდან იყო დაფინანსებული და „შემოწირულობები“ არ მიგიღიათ. და საერთოდაც, ყოველი მეორე ეკლესია, სადაც სანთელს ანთებთ, ბიზნესმენების და ხშირად კანონიერი ქურდების „ბინძური“, გათეთრებული და მათი ცოდვების მოსანანიებელი ფულით რომ არის აშენებული. ვითომ არ იცით. სირაქლემის პოზაში მყოფნო. ფუი, ამ ადამიანებს, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა და მისთანებმა, რომ ამათი დასაყენებელი გახდეს „ამინდი“ საქართველოში?? კარგი, კი ბატონო, წავლენ და წავიდნენ უკვე ისევ თავიანთ ხეობაში. დაწყნარდით. გზა გაიხსნა… თქვენს პიპიასაც დისკომფორტი აღარ შეექმნება.
მთავარია, ბინისა და სახლის წინ სადარბაზო და ეზო ხომ კარგად გაქვთ მოხვეტილი?
ვარდები, ხეები და სხვა მწვანე კულტურები ხომ გაქვთ კარგად მორწყულ-გაპარსული? და იქ… სადღაც ნამოხვანში და საქართველოს სხვა ადგილებში ვის რა სტკივა, სად რა დაიყიდება, დაიტბორება, ჩამოინგრევა, სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ?
მთავარია, გზა არ გადაიკეთოს და ვიღაც „ჩამოსულმა“ და „სოფლის და რუსეთ-თურქეთის შერეულ სუნიანმა“ ბიჭმა და მისმა ამალამ სიმშვიდე არ დაგირღვიოთ.
და, აი, ასეთ ხალხს ან ეს 80% როგორ აქვს შერჩენილი, საკითხავი ესაა და არა ის “ახეული” 20%!!!“ – წერს ივერი.