“ქართულ ოცენებას” არანაირი კავშირი არ აქვს ლევან ვასაძესთან და ვასაძის ადამიანური უფლებაა ვის შეხვდება და ვის არა. ამაზე შეფასება ექნება ქართულ საზოგადოებას ნებისმიერ საზოგადო მოღვაწესთან ვისაც სურს, რომ მოვიდეს პოლიტიკაში, ჩაერთოს და მითუმეტეს პრეტენზია თუ აქვს ქვეყნის მმართველობის”.
ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი “მთავარი არხის” მიერ ექსკულზიურად გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანს 26 მაისს, როგორ ხვდება პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე კრემლის მთავარ იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს.