გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმებისთვის მხარის არ დაჭერა და გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისგან გამოწვეული კრიზისი გარკვეული შოკი იყო, მათ შორის თქვენი მეგობრებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე : საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი? – განაცხადა: “მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, ვინაიდან პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს, შედით პარლამენტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი, ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ, იმისთვის, რომ დაბალანსებულად და ღიად ისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია. ეს რეფორმები არის საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ეს კითხვები თქვენი პარლამენტის მაგიდაზეა და უნდა მოგვარდეს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად. თქვენ ემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ახლა ძალიან იოლია პოლიტიკურ კონფრონტაციაში დაბრუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებამდე გულწრფელი კამპანიით წასვლაა, რომელიც პატივს სცემს სხვა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.