3700-3800 წლის წინ დაწერილი ბაბილონის მეფის ხამურაბის კანონების კანონის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ ბაბილონელთა ღმერთებმა – „ანუნამ“ (ანუნაკების მეფემ) და „ელილმა“ დაავალეს „მარდუკს“ ღვთაება „ეა“-ს შვილს ადამიანების მართვა, ხოლო ამ უკანასკნელმა და ყველა ზემოხსენებულმა ღმერთმა ერთად კი მეფე ხამურაბს შთააგონეს კანონების დაწერა აი რატომ:
„რათა ძლიერმა არ დაჩაგროს სუსტი, რათა გამოჩენილი იქნეს სამართლიანობა ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა ბაბილონში – ქალაქში, რომელთა თავი აამაღლეს ანუმმა და ელილმა, და ესაგილმა, საძირკველი რომლისაც მკვიდრად დგას მიწასა და ზეცის შორის, – სამართალს ამკვიდრებს ქვეყნის სასამართლო და ჩაგრულთ უწესებს სამართალიანობას, და ამოტვიფრა თავისი ძვირფასი სიტყვები თავის ძეგლზე და დადგა იგი თავიისა წინ, როგორც სამართლიანობის მეფის გამოსახულება.“
უსამართლო მომართლეებზეც არის მე-5 პარაგრაფში დათქმა – „თუ მოსამართლემ გაარჩია საქმე, გამოიტანა გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგში შეიცვალა მისი გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში მან უნდა გადაიხადოს ამ საქმის სარჩელის ფასის თორმეტჯერ მეტი ოდენობა. გარდა ამისა ის მოსამართლეთა შორის დადგმული თავისი სამოსამართლეო სავარძლიდან უნდა გადმოაგდონ და ამის შემდეგ მას აღარა აქვს უფლება იჯდეს მოსამართლეთა შორის.“
მაგრამ ჩვენთვის ყველაზე უფრო აქტუალური ამ კანონში ვალების გადახდა ვერ გადახდის საკითხია, რომელიც კანონის 48-ე პარაგრაფის მიხედვით ასე გახლავთ – ,,თუ ვინმეს ექნება სარგებლიანი (პროცენტიანი) ვალი, ხოლო „ადადი“ (ნაყოფიელრების ღვთაება, მეორენაირად „რამანი“) წალეკავს მის მინდორს, ან წყალდიდობა წაიღებს მოსავალს, ან და გვალვის გამო მინდორში პური არ გაიზრდება, მაშინ იგი ვალდებული არ არის დაუბრუნოს პური იმ წელს მევალეს და ჩარეცხს თავის საბუთებს, იგი ვალდებული არაა მისცეს ამ წლის მოსავალი და არც ამ წლის სარგებელი,,.
კიდე კაი ხამურაბის დროს ბაბილონელებს უფრო კეთილი არაფორმალური და ფორმალური მმართველები ჰყავდათ ვიდრე „ჩვენებია“ და იმ დროს არც ჩვენი ეროვნული და კომერციული ბანკების მსგავსი დაწესებულებები არ არსებობდა თორე ვინ შეხედავდა ღვთაება „ადადისა“ ან „რამანის“ ნამოქმედარს. ასე რომ კაი იქნება თუ ხამურაბის კანონების იმპლემენტაციასაც მოვახდენთ თორემ ამოხადა ხალხს სული ბანკებმა.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე იურისტი კახა ჩავლეშვილი