კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება.
რეგიონების მიხედვით მეორე ადგილს კვლავ აჭარა იკავებს.
თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.
დღეს ქვეყანაში სულ 1852 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3007 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 188 პაციენტი.