სად ხართ მსახიობებო,მომღერლებო, ისტორიკოსებო,მეცნიერებო, პედაგოგებო, სტუდენტებო….
ეს ქვეყანა თქვენი არ არის?!…
თქვენ არ ხართ სპეციალისტები და ვერ ისაუბრებთ იმაზე, თუ რა ზომის რა ტიპის ჰესია საზიანო ან სასიკეთო,მაგრამ თურქებს 1 საუკუნით რომ არ უნდა გადაეცეს ქართული მიწა, ამაზე ხომ შეიძლება გამოთქვათ თქვენი აზრი?!
ნუთუ ერთი სამართლიანი სიტყვა,შეფასება არ გემეტებათ თქვენი ქვეყნისთვის?!
პედაგოგებო! რა უნდა ასწავლოთ იმაზე ღირებული მოსწავლეებს,ვიდრე ქვეყნის დაცვა?!
მომღერლებო! თქვენ როგორ უნდა იმღეროთ საქართველოზე?… სტუდენთებო! სად ხართ?! არ არის მისაბაძი თქვენი თანატოლი?!… სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელო და გულზე მჯიღი- ეს არის ქართველობა?!
ავტორი: კოლხი იბერი