გაეროს ინფორმაციით, გლობალური კლიმატური ფენომენი “ლა ნინია”, ანუ ოკეანის ზედაპირის გაგრილების ფაზა დასრულდა და მომავალ რამდენიმე თვეში წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ნეიტრალური ამინდი შენარჩუნდება.
მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ზაფხულში ტემპერატურა საშუალოზე მაღლა აიწევს, განსაკუთრებით პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) წერს.
მათი პროგნოზით, მსოფლიოს ბევრ ნაწილში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნალექის რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იქნება.
ამავე დროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ყველა ბუნებრივი კლიმატური მოვლენა ამჟამად ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ფონზე მიმდინარეობს, რაც გლობალური ტემპერატურის მომატებასა და ექსტრემალური ამინდის პირობების გაუარესებას იწვევს.