მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიორგი გახარიას მიზანი სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ხმების “პარაზიტობაა”. ამის შესახებ მდინარაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მდინარაძის თქმით, გახარია მმართველი გუნდის ხმებზე აკეთებს გათვლას.
ორი ვერსიაა სულ ან გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს სურთ ძალიან, რომ რამდენიმე დეპუტატი გაიყვანონ რამდენიმე საკრებულოში თბილისში 1-2 და ეს არის მათი მთავარი მიზანი, ან უნდა დავიჯეროთ რომ მათი მისიაა, რომ რამენაირად მიუახლოონ ან ჩამოაცილონ 43%-ს “ქართული ოცნება” და იპარაზიტონ “ქართული ოცნების” ხმებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.